ბეკონი,კვერცხი,კარტოფილი

ბეკონი,კვერცხი,კარტოფილი

ინგრედიენტები

მოამზადე საუზმე ოჯახისთვის, მარტივად და გემრიელად მეგურმანთან ერთად. ინგრედიენტების დოზები გათვლილია 4 კაცზე.

ბეკონი 340გრ (დაახლოებით 12 ცალი)

კვერცხი 4ც

კარტოფილი 150გრ, დაჭრილი

მწვანე წიწაკა 70გრ, დაჭრილი

ჩედარის ყველი 20გრ, გახეხილი

ოხრახუში

მარილი

პილპილი

მომზადების ინსტრუქცია

ბეკონი დაჭერით გრძლად და მოათავსეთ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში.

ბეკონს დაუმატეთ კარტოფილი და პილპილი. შეწვით 8-10 წუთის გნამვლობაში, სანამ კარტოფილი ოქროსფერს არ მიიღებს.

გადმოიღეთ კარტოპილი და ბეკონი თეპშზე და ცოტა ხანი გადადეთ გვერდით.

დაახალეთ 4 კვერცხი ტაფაზე, ისე რომ არ მოურიოთ, შეწვით 1 წუთის განმავლობაში.

ფრთხილად მოათავსეთ კვერცების ირგვლივ კარგოფილი და ბეკონი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დააცადეთ 1 წუთი.