პუტინი: პრეზიდენტობა არ მინდოდა

პუტინი: პრეზიდენტობა არ მინდოდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მას პრეზიდენტის პროფესია არ აურჩევია.

ამის შესახებ პუტინმა იაროსლავში, პროფესიული ნავიგაციის ფორუმის ფარგლებში გამართულ გაკვეთილზე განაცხადა.

„პრეზიდენტის პროფესია არ ამირჩევია. როდესაც ბორის ელცინმა დამიბარა და მითხრა: „მსურს თქვენი კანდიდატურა დუმას შევთავაზო, რომ პრემიერი გახდეთ, ამის შემდეგ კი შემოგთავაზებთ პრეზიდენტად კენჭი იყაროთ. თანახმა ხართ?“ მე მას ვუთხარი: „არა“. ელცინს ჩემი პასუხი გაუკვირდა და მკითხა:“რატომ?“ მე ვუთხარი: “ბორის ნიკოლაევიჩ, ამისთვის არ ვარ მზად. არადა იმ დროს დიდი ბიჭი ვიყავი, დიდი სტაჟი მქონდა სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის“,-განაცხადა პუტინმა.