კოსოვო საკუთარ ჯარს ქმნის

კოსოვო საკუთარ ჯარს ქმნის

კოსოვოს პარლამენტმა კანონპროექტების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ჯარს სრულფასოვანი შეიარაღებული ძალების რანგში გადაიყვანს.

მედიის ინფორმაციით, რეფორმის შედეგად პრიშტინას შეიარაღებული ძალების შემადგენლობა 5 ათასი ჯარისკაცით და 3 ათასი რეზერვისტით განისაზღვრება.

AFP წერს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გაამწვავოს ისედაც დაძაბული ურთიერთობა კოსოვოსა და სერბეთს შორის.

შესაბამისი კანონპროექტი კოსოველმა დეპუტატებმა პირველი მოსმენით ჯერ კიდევ ოქტომბერში გაიზიარეს.

14 დეკემბერს კოსოვოს პრეზიდენტი ხაშიმ ტაჩიმიმ სამხედროებს შეხვდა და მათ „ახალი ამოცანების დასახვა“ მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბოლოს ტაჩიმ აღნიშნული წინადადება ნატოსა და ამერიკის ზეწოლის ფონზე გაიწვია. ნატო კი, პირდაპირ აფიქსირებდა, რომ ინიციატივას მხარს არ უჭერს.

თავის მხრივ, სერბეთში აცხადებდნენ, რომ ეს ნაბიჯი ბალკანეთზე შეტაკებებს განაახლებდა, რასაც რუსეთიც იზიარებს.