ჯერ არნახული პროტესტი გორში(VIDEO)

ჯერ არნახული პროტესტი გორში(VIDEO)

აქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომა გორში გამართულ აქციაზე გაიგეს. ამ ინფორმაციას სამოქალაქო პროტესტის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ. მშვიდობიანი დემონსტრაცია ქალაქის ქუჩებში მოეწყო. გზადაგზა აქციის მონაწილეებს მოსახლეობა უერთდებოდა. სამოქალაქო პროტესტი ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეობის გავრცელებას მოჰყვა.

სამხარეო ადმინისტრაციის, სამხედრო ჰოსპიტლის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სამხარეო შს სამმართველოს შენობის წინ აქციის წევრებმა პლაკატებით ჩაიარეს. ,,შემოგვიერთდით” – ასე მიმართავდნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, სხვადასხვა ასაკის ადამიანები საცხოვრებელი სახლის წინ გამოსულ მოსახლეობას.