მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში მოთხოვნილ ადგილზე აქციის ჩატარებაზე უარი უთხრა

მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში მოთხოვნილ ადგილზე აქციის ჩატარებაზე უარი უთხრა

გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში ინაუგურაცისს დღეს მოთხოვნილ ადგილზე აქციის გამართვაზე უარი ეთქვა.

თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ტერიტორია, რომელიც ოპოზიციამ აქციის გასამართათ მოითხოვეს ცერემონის ზონას მოიცავს.

"ჩვენ განუმარტეთ წერილობით, რატომ ვერ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნა. ალტერნატიული ფართი შევთავაზეთ, ეს არის კოსტავას ქუჩაზე მდებარე 9 აპრილის მემორიალი. "- განმარტავს თელავის მერი.

ჯგუფმა „ძალა ერთობაშიამ“, 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, რუსთაველის ქუჩაზე საპროტესტო აქციის ჩასატარებლად თელავის მერიის კანცელარიას 12 დეკემბერს ჩააბარა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელ პირებს აცნობა, რომ 16 დეკემბრის აქციას ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის არსებულ პერიმეტრზე გამართავენ.