საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი საქმინოსბი ვადის ამოწურვამდე შეწყალების ბოლო აქტზე უარი თქვა. დღეს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე თუ რატომ გაუქმდა შეწყალების კომიისის ჩანიშნული სხდომა, სადაც 600-მდე მსჯავრდებულის საქმე უნდა განხილულიყო, უპასუხოდ დატოვა.
“სხვათა შორის იმ პოლიტიკოსთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელიც ძალინ კარგად ახერხებს და ინახავს თავისი კაბინეტის ინფორმაციულ შეუვალობას და ძალინ ხშირად არ ვყვები იმ მოტივებზე, რატომ რა ნაბიჯი გადავდგი, თუ არ მინდა ამაზე საუბარი. ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ და ასეა…”, – განაცხადა მარგველაშვილმა.