ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, გიორგი მარგველაშვილმა, რომ არაფერი გააკეთა, ამას უთვლის საკუთარ თავს მიღწევად, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი მარველაშვილს შეეძლო ბევრი სწორი ნაბიჯი გადაედგა, რადგან მას საზოგადოებასთან ჰქონდა ვალდებულება, თუმცა ეს არ გააკეთა.
„მას შეეძლო ბევრი სწორი ნაბჯი გადაედგა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მხოლოდ ის, რომ მან მოახდინა დემონსტრირება, რომ ის რაღაცნაირად არ ერთვება მწვავე პოლიტიკურ დებატებში თუ პაექრობაში და არ ეპოტინება თანამდებობას, დიდი ვერაფერი მიღწევაა. მე ადამიანურად სხვა ურთიერთობა მაქვს გიორგისთან და მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური განსხვავებებისა, მინდოდა, საქართველოს კარგი პრეზიდენტი ყოფილიყო“, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.