“ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება”

“ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება”

 

საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე სესხების განულაბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

“სესხების განულების აქციის შემდეგ ისინი, ვინც ვალიდან ამოვლენ, კრედიტინფოს ბაზაში მაინც დარჩებიან. სრულად ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება. ანუ კრედიტის გამცემ ორგანიზაციებს ექნებათ ზუსტი ინფორმაცია იმ მსესხებლების შესახებ, ვისაც 2018 წლის დეკემბერში კრედიტი ეპატიათ. შესაბამისად, გადაჭარბებული მგონია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვალიდან ამოსული ადამიანები აქტიურად ჩაერთვებიან ეკონომიკურ საქმიანობაში, რადგან ისინი ბანკებისთვის მაინც ყველაზე სარისკო მსესხებლები იქნებიან.

p.s. ისე, 21-ე საუკუნეში კარგი საკრედიტო ისტორია რომ გაქვს, უფრო საამაყო მგონია” წერს გიორგი კეპულაძე