მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს უკან გაიწვევს

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს უკან გაიწვევს

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს უკან გაიწვევს

„ვიდრე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტზე პარლამენტს გარეთ ძალიან სერიოზული და შეიძლება ითქვას, ხელოვნური აჟიოტაჟი იყო, გუნდის შიგნით მიმდინარეობდა რეალური არგუმენტებით გაჯერებული მსჯელობა“ – ამის შესახებ პარლამანტის უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარეძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს უკან გაიწვევს.

„ვიდრე ამაზე პარლამენტს გარეთ ძალიან სერიოზული და შეიძლება ითქვას, ხელოვნური აჟიოტაჟი იყო, გუნდის შიგნით მიმდინარეობდა რეალური არგუმენტებით გაჯერებული მსჯელობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კანონპროექტი განხილული აღარ იქნება, ანუ გაწვეული იქნება და ამისი არგუმენტები იყო ძალიან მყარი, მაგრამ მეორე მხრიდანაც ძალიან სერიოზული არგუმენტები იყო“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.