ზაზა პაპუაშვილი:

ზაზა პაპუაშვილი: "უკან მივეპარე არა ის, ცხოვრებაში არავის მივპარვივარ"

"მე ზურგიდან არასოდეს არავის არ ვეპარები. აქ იყო ჩანაფიქრი სხვა რაღაცა, რომ ადამიანი არ ამთავრებდა ამ რაღაც უხამს ქცევას, მინდოდა ქეჩოში მომეკიდებინა ხელი და დარბაზიდან გამეყვანა. უკან მივეპარე არა ის, ცხოვრებაში არავის არ მივპარვივარ", - ამბობს "ქართული ოცნების" პარლამენტარი ზაზა პაპუაშვილი 12 დეკემბერს პარლამენტში ნიკა მელიასთან დაპირისპირების შესახებ.

12 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში მონაწილეობდა ზაზა პაპუაშვილიც.

იმავე საღამოს ტვ "პირველზე" დეპუტატმა თქვა, რომ არ ელოდა დღეს პარლამენტში მოვლენების ასე განვითარებას. მან ბოლშევიკები უწოდა ნაციონალური მოძრაობის წევრებს და თქვა, რომ პარლამენტში ისინი დებოშის ასატეხად დადიან:

"აღმოჩნდები იმ მდგომარეობაში, რომ ვეღარ შეიკავებ თავს ასეთი პათოლოგიური, აღვირახსნილობის წინაშე… საკმაოდ დიდხანს არ ჩავები ამ სიტუაციაში, მაგრამ აი, ნუ სკოლაც მოვაირე, ბავშვობაც, ბიჭობაც, დიდობაც, მაგრამ 54 წლის ასაკში ასეთ გაუგონარ სიტუაციაში ვვარდები ხოლმე", - თქვა პაპუაშვილმა.