”ჩვენ უნდა დავამადლოთ ხელისუფლებას ყოველ დღე ის, რომ ჩვენს ხარჯზე არიან”

”ჩვენ უნდა დავამადლოთ ხელისუფლებას ყოველ დღე ის, რომ ჩვენს ხარჯზე არიან”

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში სტატსს აქვეყნებს:

”გადასახადების სახით ვიხდით ხელფასის 20%-ს, პროდუქტებში აქციზის ფასსაც, მომსახურებებში სახელმწიფოს წილის ფასსაც, იქნება ეს სამედიცინო მომსახურება, განათლება თუ სხვა დანარჩენი.

ჩვენი შემოსავლების ძირითადი ფული მიდის სახელმწიფოს ჯიბეში, ჩვენს ხარჯზე ცხოვრობენ პარლამენტარები, ჩინოვნიკები და ა. შ. ჩვენი ფულით ფინანსდება ნებისმიერი რამე, რასაც მთავრობა “აფინანსებს” და ა. შ.

და ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ ვინმეს სჯერა რომ ან ჯანდაცვაა “უფასო” ან რამე სხვა, ან მთავრობები “გვიხდიან” რამეს?

თითოეული თეთრი, რასაც ვითომდა მთავრობა იხდის, ჩვენი ფულია, მოსახლეობის, ამიტომ ნურავინ გვასულელებს და გვამადლის რამეს.

მოვრჩეთ ამ პროპაგანდისებურ ილუზიებში ცხოვრებას, ნურავინ გადავუხდით ხელისუფლებებს მადლობას რაიმეს დაფინანსებისათვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ხარჯს, რასაც სახელმწიფო ანხორციელებს თითოეული მოქალაქის ჯიბიდან ამოღებული ფულია და თავად ხელისუფლების ცხოვრებაც, მომსახურებაც, ანაზღაურებაც ჩვენი ფულით არის დაფინანსებული.

ხელისუფლებამ კი არ უნდა დაგვამადლოს დაფინანსება, ჩვენ უნდა დავამადლოთ ხელისუფლებას ყოველ დღე და ყოველ საათს ის, რომ ჩვენს ხარჯზე არიან და ჩვენსავე ფულს ხარჯავენ”- წერს არჩილ გამზარდია.