პირდაპირ ვამბობ, მომღიმარი ულვაშების უკან, რომელიც ამ მაქცია ვაშაძეს აქვს, დგას ვოვა პუტინი

პირდაპირ ვამბობ, მომღიმარი ულვაშების უკან, რომელიც ამ მაქცია ვაშაძეს აქვს, დგას ვოვა პუტინი

პირდაპირ ვამბობ: მომღიმარი ულვაშების უკან, რომელიც ამ მაქცია ვაშაძეს აქვს, დგას ვოვა პუტინი”- ამის შესახებ მხატვარმა შოთა გლურჯიძემ “საერთო გაზეთი”-ს ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მისი თქმით, ნაც.მოძრაობის უკან დგას რუსეთის ფედერაცია.

” ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საფრთხის შეგრძნება სულ უნდა გქონდეს. `ნაცმოძრაობის~ უკან დგას უდიდესი ხიფათის შემცველი ძალა, როგორიც რუსეთის ფედერაციაა. საქართველოში სიტუაციის არევა, რა თქმა უნდა, ქვეყნის სრულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

შესაბამისად, გაზრდის იმის შანსს, რაც დონბასში და ლუგანსკში მოხდა, საქართველოშიც იგივე განმეორდეს. პირდაპირ ვამბობ: მომღიმარი ულვაშების უკან, რომელიც ამ მაქცია ვაშაძეს აქვს, დგას ვოვა პუტინი.

აქედან გამომდინარე, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ, განსაკუთრებით, იმ ხალხმა, რომელსაც არ უნდა, რომ ისევ საქართველოს ანექსია მოხდეს. ვიმეორებ, საქართველოში დესტაბილიზაცია, სიტუაციის არევა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს, რომელიც აქ არსებულ 2ათას კაციან აშშ-ს საელჩოს დედაბუდიანად ამოძირკვავს. ეს ამერიკელებსაც უნდა ესმოდეთ. რით ვერ გაიგეს, რომ მიშა ორმაგი აგენტია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი გააცნობიერებს, რომ არეულობას მხარი არ უნდა დაუჭიროს.”- განუცხადა შოთა გლურჯიძემ ჟურნალისტ თამარ შველიძეს.