"ქართუ" 1,5 მლრდ-ს ნაცვლად, 3 მლრდ-ზე მეტ ვალს გაანულებს

სამინისტრო: "რასაკვირველია მოიმატებს გადახდილი თანხის რაოდენობაც, რომელსაც სრულად "ქართუ" გაიღებს"

ვალების ჩამოწერის პროგრამის ფარგლებში. ფონდი "ქართუ" 3 მლრდ ლარზე მეტს გაანულებს. სია ვებ-გვრედზე არასრულად, თუმცა უკვე ატვირთულია. მონაცემები 6 ბანკის 679 000-ზე მეტ სესხს და 407 000 მსესხებელს შეეხება. ფონდში ამბობენ, რომ სიის და მათ მიერ გადასახდელი თანხის მოცულობაც მოიმატებს.

ფონდ "ქართუს" თავდაპირველ ეტაპზე 1,5 მლრდ-ის განულება ჰქონდა დაგეგმილი, დღევანდელი მონაცემით კი, გასანულებუელი ვალი უკვე 3 მლრდ-ს აღემატება და სია კიდევ გაიზრდება, რადგან მიკროსაფინანსოებისა და ონლაინ სესხების ნაწილი, ჯერჯერობით არ არის ატვირთული საიტზე, სადაც განულება 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრამდე დასრულდება.

"რაც უნდა განულდეს, საიტზე ის არის ატვირთული. ასე რომ, ყველა მსესხებელს, რომელმაც საკუთარი მონაცემი ამოიკითხა "vali.ge"-ზე შეუძლია მშვიდად იყოს, მისი დავალიანება განულდება 15 დეკემბრიდან. სასესხო პორტფელის მთლიანი მოცულობა ჯერჯერობით სრული არ არის, რადგან ონლაინსესხების ნაწილის ვალი არ ასახულა", - განუცხადეს "რეზონანსს" "ქართუში".