გლდანის საპყრობილეში მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების მიმართ სასტიკ მოპყრობის ფაქტებს შეერთებულ შტატებშიც ეხმიანებიან. ამერიკაში მყოფი ქართველები წამების ფაქტებს აპროტესტებენ და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. პარალელურად პირველ შეფასებებს მეცხრე არხთან ინტერვიუში ყოფილი დიპლომატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკეთებენ. თურქეთში 2005-2008 წლებში ამერიკის ელჩი როს ვილსონი აცხადებს, რომ ციხეში განვითარებული მოვლენები აღმაშფოთებელია. კიდევ ერთი დიპლომატი კორი ველტის თქმით, სისასტიკეზე დროული რეაგირებაა საჭირო.