კიდევ ერთი ნაწამები პატიმრის შემზარავი ისტორია - ზუგდიდის ნომერ მეოთხე საპატიმროში არსებულ მძიმე ვითარებაზე, ერთერთი პატიმრის მამამ "მეცხრე არხს" უამბო. პატიმარი მანუჩარ შამუგია სასჯლს ჯერ ზუგდიდის ციხეში იხდიდა, მოგვიანებით კი ქუთაისში გადაიყვანეს. როგორც პატიმრის მამა ამბობს, მისმა შვილმა წამების შედეგად დაკარგა ყურთასმენა, ციხეში არსებული მძიმე პირობების გამო დაავადდა ტიპერკულიოზით და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ჯუმბერ შამუგიამ შვილთან გასაუბრება გუშინ მხოლოდ ტელეფონით მოახერხა,რა დროსაც პატიმარმა მისგან დახმარება ითხოვა. შამუგია ვითარებაში გარკვევისთვის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს მიმართავს. მისი თქმით, მისი შვილს ციხეში 2009 წლიდან აწამებენ, თუმცა დღემდე ამაზე ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავდა.