დავით ოქიტაშვილი კოლეგებისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს. "არ გაიმეტოთ თავი და შთამომავლობა. პირადად ჩემთვის არ არსებობს არავითარი აუცილებლობა ჩემი სინდისის მიღმა. თქვენც კარგად იცით, რომ უდიდესი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა, სძლიეთ ჩვეულ კეთილდღეობას, ეს ილუზიაა, რომელიც მირაჟივით გაქრება, როცა სინდისი გამხელთ, როცა მომავალი პასუხს მოგთხოვთ. გონიერი ადამიანი არასოდეს დაუშვებს უზნეობას, რაც ამ ჯალათებმა ჩაიდინეს პატიმართა მიმართ. გონებრივი და ზნეობრივი თითქმის ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დადექით იქ, სადაც ზნეობა ზეიმობს", - ნათქვამია ხელოვანთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის მიმართვაში.