ინციდენტი ზუგდიდში. როლანდ ახალაია ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდება. ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა მეცხრე არხის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მასმედიის წარმომადგენლებს ნაძირლები უწოდა. შემდეგ კი ახალაიას სახლთან შეკრებილმა მეზობლებმა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა იერიში ჟურნალისტებზე მიიტანეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ მაესტროს ჟურნალისტს ნანა ფაჟავას და ინფო 9 ჟურნალისტ ლევან სულაშვილს.
დაახლოებით 70 მდე ადამიანი გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ოპერატორებს. ახალაიას მომხრეებმა მეცხრე არხის კამერის დამტვრევაც სცადეს. ადგილზე გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, რომელსაც თავად საპატრულო პოლიციის უფროსი ალექსანდრე ბელქანია მართავდა, მას ჟურნალისტების თხოვნის მიუხედავად ძალადობაზე რეაგირეგირება არ მოუხდენია. ინციდენტამდე „დაიცავი საქართველოს" წევრმა კახა მიქაიამ ბაჩო ახალაიას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება ახალაიების სახლთან გააკეთა. მიქაიას წასვლის შემდეგ ჟურნალისტები კადრებს იღებდნენ რა დროსაც მათ ახალაია და მისი მომხრეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.