17 მაისს, 18:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნება. ბაზრობა 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათ გალერეასა და ორმოც დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს. გალერეების სექციაში თიბისი არტ გალერეა გურამ თიკანაძისა და რობერტ კაპას ფოტოგამოფენას წარმოადგენს.
პროგრამა:
გალერეების სექცია: 17-20 მაისი, მე-11 პავილიონი
სახელოსნო Hive: 17-20 მაისი, მე-5 პავილიონი
TAF გამოფენები:
1. „ფოტოგრაფიის სამი საუკუნე საქართველოში." 17-20 მაისი, მე-6 პავილიონი
2. „ომი დროებით შეჩერებულია." 17-20 მაისი, მე-9 პავილიონი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე და „ექსპო ჯორჯიას" სალაროებში. ფასი: 10 ლარი.
ბაზრობის სამუშაო საათები:
· 17 მაისი 18:00-19:00
· 18 მაისი 12:00-19:30
· 19 მაისი 12:00-19:30
· 20 მაისი 12:00-18:00
პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია თიბისი სტატუსი.
გთხოვთ, მობრძანდეთ.
მისამართი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია", მეთერთმეტე პავილიონი, წერეთლის გამზ. 118.