საპროტესტო მსვლელობით პროკურატურიდან სტუდენტები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართდნენ . სტუდენტების აქცია გზაში ბერა ივანიშვილიც შეუერთდა, რომელიც მისი თქმით აქციას როგორც რიგითი მოქალაქე ისე უერთდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ბაჩო ახალაიას დასჯაა.
ერთ-ერთი სტუდენტის ინფორმაციით რუსთავის მეოთხე კოლონიაში პატიმრის დედას შვილის მკვლელობით დაემუქრენ, თუ ის აქციაში მონაწილეობას მიიღებდა. ამ დროისთვის სტუდენტები პატრიარქთან შესახვედრად გაემართნენ. ხვალ 12 საათზე სტუდენტები ახმატელის მეტროსთან იკრიბებიან და გლდანის ციხისთან პატიმრების წამებას გააპროტესტებენ.