თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი თსუ-ში

თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი თსუ-ში

8 მაისს, 18.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი 

გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ თბილისის ბავშვთა გუნდი, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი, თბილისის მსახიობ ქალთა და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გაერთიანებული გუნდი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი, ვაჟთა გუნდი „მძლევარი“, გორის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი, სოპოტის კამერული გუნდი „Continuo”.
თბილისის  საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი 2018 წლის 16 აპრილს გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. წელს  ფესტივალი  28  პროფესიულ  გუნდს მასპინძლობს. 

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2011 წელს თბილისის მერიის  დაფინანსებითა და ხელოვნებათმცოდნე – მაია ჩაჩავას ინიციატივით დაფუძნდა.

2013 წლიდან, კი დაარსდა „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“. რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე.

მიმდინარე  ფესტივალის თანადამფინანსებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო   საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. ფესტივალის პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

ფესტივალი უკვე მერვე წელია, დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის. მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია; შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის.

თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა  12 მაისს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.