საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ჭიათურაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ხალხმრავალ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა საჯარო მოსამსახურეებს, „ფსევდოოპოზიციურ“ პარტიებს და მედიის წარმომადგენლებს ჩადგნენ ხალხის სამსახურში და ნუ ემსახურებიან სიცრუის მანქანას. „თქვენ გეძლევათ საშუალება დარჩენილ დროში გააკეთოთ სწორი არჩევანი, არ გაუწიოთ წინააღმდეგობა საკუთარ ხალხს და უარი თქვათ ცრუ იდეოლოგიის სამსახურზე“ -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ჭიათურლებს „ქართული ოცნების“ ლიდერმა კოალიციის პრიორიტეტებიც გააცნო. დღევანდელ შეხვედრაზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა თემურ ჯაფარიძემ საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მალხაზ წერეთლის სასარგებლოდ მოხსნა