4 მაისს, 20:00 საათზე ქოლგა თბილისი ფოტო ფესტივალს არტ არეა (დოდო აბაშიძის ქ. 10) უმასპინძლებს. საერთაშორისო ფოტოკვირეული 4 მაისს საუკეთესო ფოტოების ჩვენებით და გამარჯვებულების დაჯილდოებით დაიწყება და 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდება: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური სერია და მობილური ერთი კადრი.
ქოლგა თბილისი ფოტოს გენერალური სპონსორია თიბისი.