ვინ სარგებლობს დაზღვევით საქართველოში ?

ვინ სარგებლობს დაზღვევით საქართველოში ?

ACT- ის მიერ ჩატარებული 2018 წლის კვლევის შედეგები 

მიმდინარე წელს მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციამ  ACT-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი სადაზღვევო კომპანიების ცნობადობისა და ნდობის პარამეტრების შესწავლა იყო. დაზღვევის მომხმარებელთა დემოგრაფიული გადანაწლიება შემდეგნაირად გამოიყურება: გამოკითხულთა შორის დაზღვეულთა შორის ნახევარზე მეტი (53%) ქალია, ხოლო საშუალო ასაკი ორივე სქესისთვის,  25-დან 34 წელია (35%). ამ ასაკობრივი ჯგუფის დაზღვევის მომხმარებელი ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობს.
რაც შეეხება რესპონდენტთა სამუშაო სტატუსს , გამოკითხულთა უმრავლესობა - 60% დაქირავებული მუშაკია , რომელთა 78%-იც სარგებლობს კერძო დაზღვევით. რაც განპირობებულია იმით, რომ დაქირავებულ მუშაკთა უმრავლესობა კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელია. მაშინ, როცა თვითდასაქმებულთა მხოლოდ 12% სარგებლობს ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევით. 

კვლევის არეალი მოიცავდა თბილისს და მასში პირდაპირი ინტერვიუს წესით 25-65 წლამდე მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხნენ. გამოიკითხნენ   როგორც დაზღვევით მოსარგებლე, ისე არამოსარგებლე პირები.