მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციამ ACT-მ ჩაატარა კვლევა, რომელმაც შეისწავლა სადაზღვევო კომპანიების ცნობადობა და საზოგადოების მათ მიმართ ნდობის მაჩვენებელი. კვლევის შედეგად, გამოიკვეთა ყველაზე ცნობადი სადაზღვევო კომპანიების ოთხეული: ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი, იმედი ელი და ირაო. . გამოკითხულთა 15 %-ისთვის კი არც ერთი კომპანია არაა ცნობილი. კვლევის არეალი თბილისით შემოიფარგლა და მასში პირდაპირი ინტერვიუს წესით 25-65 წლამდე პირები შემთხვევითი შერჩევის გზით გამოიკითხნენ. რესპოდენტთა შორის იყვნენ როგორც დაზღვევით მოსარგებლე, ისე არამოსარგებლე პირები.