წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილმა ხარაგაულში შეხვედრა გამართა. მან მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გაუზიარა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა კიდევ ერთხელ მიმართა საჯარო მოსამსახურეებს და მოუწოდა, უარი თქვან უკანონო ბრძანების შესრულებაზე.
„დარჩა 10 დღეს არჩევნებამდე, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო საჯარო სამსახურში მყოფებთ: უარი თქვით უკანონო ბრძანების შესრულებაზე, ჩადექით ხალხის სამსახურში, რისი ვალდებულებაც გაგაჩნიათ,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.