თიბისი გალერეაში ოლესია თავაძის გამოფენა - „ჩემი რობერტ ფროსტი

თიბისი გალერეაში ოლესია თავაძის გამოფენა - „ჩემი რობერტ ფროსტი" გაიხსნება

27 აპრილს, 18:00 საათზე, თიბისი გალერეაში ქართველი ხელოვანის, ოლესია თავაძის გამოფენა - „ჩემი რობერტ ფროსტი" გაიხსნება.

გამოფენის ფარგლებში 50-ზე მეტი გრაფიკული ნამუშევრის სერია იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ამერიკელი პოეტ-ფილოსოფოსის - რობერტ ფროსტის პოეტური ნაწარმოებების ილუსტრაციებს წარმოადგენს.

ასევე გამოფენაზე  ამავე სახელწოდების ალბომის პრეზენტაცია შედგება.

გთხოვთ, გვეწვიოთ.

მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა