26 აპრილს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანსუღ კახიძის საღამო გაიმართება.
საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრებიან მოწვეული სტუმრები: მომღერალი ეკა მამალაძე, ანზორ ერქომაიშვილი და ანსამბლი „რუსთავი“. ჯანსუღ კახიძეს მოიგონებს თსუ კლასიკური ფილოლოგიის მოწვეული ლექტორი ვალერი ასათიანი. საღამოზე ნაჩვენები იქნება ჯანსუღ კახიძის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან ექსკლუზიური კადრები, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ოჯახის წევრებმა შექმნეს. ვიდეოში ჯანსუღ კახიძე თავად მოუყვება სტუდენტებს თავისი შემოქმედების შესახებ, იდირიჟორებს და იმღერებს.
საღამოზე შესრულდება ჯანსუღ კახიძის სიმღერები, ეკა მამალაძის და ანსამბლი „რუსთავის“ შესრულებით და ვახტანგ კახიძის აკომპანირებით. დასასრულს ოჯახის წევრები და მეგობრები ისაუბრებენ ჯანსუღ კახიძის შემოქმედებაზე და ცხოვრებაზე, უპასუხებენ სტუდენტთა კითხვებს.
ჯანსუღ კახიძის საღამო თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი