შეხვედრა ზესტაფონში(VIDEO)

შეხვედრა ზესტაფონში(VIDEO)

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს ზესტაფონში იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ზესტაფონის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი ქავთარაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აქციაზე სიტყვით გამოვიდა „თავისუფალი საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა 100 წლის სოფიო ცერცვაძემ გამოუცხადა