საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები არხის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ეკა კვესიტაძე და ვახო სანაია პირველ არხს, რომელზეც წლებია მუშაობენ არაობიექტურობაში ადანაშაულებს. ჟურნალისტები გია ჭანტურიასგან საპყრობილეში გადაღებული წამების ფაქტებზე გადაცემის მომზადებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არხის დატოვებას აპირებენ. თავის მხრივ გია ჭანტურია არხის ჟურნალისტების არაეთიკურობაზე საუბრობს, ჭანტურია ამბობს, რომ მასთან არც კვესიტაძე და არც სანაია არ მისულა, ხელმძღვანელ პირთან ქუჩიდან საუბარი კი მისთვის მიუღებელია.
მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე კი ორივე მხარეს აკრიტიკებს. მედიაექსპერტი ამბობს, რომ პირველი არხი ობიექტური არასოდეს ყოფილა და გასაკვირია სანაიას და კვესიტაძეს ეს მხოლოდ დღეს რატომ გაახსენდათ.