სახალხო დამცველის პოსტიდან მინისტრის თანამდებობაზე. გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრად დაინიშნა. ეს პოსტი უკვე ყოფილ ომბუდსმენს დღეს პირადად პრეზიდენტმა შესთავაზა. ტუღუში მიხეილ სააკაშვილს მისსავე რეზიდენციაში შეხვდა. ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი სახალხო დამცველის თანამდებობაზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა