ირაკლი ალასანია პატიმარ ალექსანდრე თეთრაძის გარდაცვალებას გამოძიებას ითხოვს. ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ მსჯავრდებულის გარდაცვალებისთანავე მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის მოკლული იყო. ოფიციალურ მიზეზად კი სასჯელაღსრულების სამინისტრომ გულის შეტევა დაასახელა. ალასანია ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომლებსაც თეთრაძის წამებაში მონაწილეობა აქვთ მიღებული. ეს განცახდება ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა დევნილებთან შეხვედრის დროს გააკეთა.