7 თებერვალს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმებსა და განზრახულობათა ოქმებს მოეწერება ხელი.
ქართველოლოგიური ცენტრების შექმნასა და დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით განზრახულობათა ოქმებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მანანა მიქაბერიძე ოთხი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მოაწერენ ხელს.
ამავე დროს, გაფორმდება მემორანდუმები თსუ-სა და ევროპის 5 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობის განვითარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, გაცვლით პროგრამებში ჩართვას ითვალისწინებს.
მსამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი 107-ე აუდიტორია