დაფინანსება მოხდა თიბისი ბანკის მიერ, ადგილობრივ და რეგიონალურ ბანკებთან ერთად მობილიზებული სინდიცირებული თანხითა და „სილქნეტის" კაპიტალით.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება დღეს, 29 იანვარს, 13:00 საათზე.
პრესკონფერენციას გაუძღვებიან „სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი და „სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფისა" და „სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლექსო თოფურია, ასევე
თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი 1, „რედისონის" საკონფერენციო სივრცე „რესპუბლიკა".
საკონტაქტო პირი: ანი ცაბაძე - სილქ როუდ ჯგუფის პიარ მენეჯერი: 577 227 373