„ნიკორას“ თანამშრომლები კომპანიის აქციონერები ხდებიან

„ნიკორას“ თანამშრომლები კომპანიის აქციონერები ხდებიან

2018 წლის 24 იანვარს, 11:00 საათზე, კომპანია „ნიკორა“ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  (ვარდების რევოლუციის მოედანი #1) პრესკონფერენციას გამართავს. 

პრესკონფერენცია შეეხება კომპანიის მიერ აქციების გამოშვებას და 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თანამშრომლებისთვის საჩუქრად გადაცემას. რის შედეგადაც „ნიკორაში“ დასაქმებული 4000-ზე მეტი ადამიანი კომპანიის აქციონერი გახდება. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ნიკორა“ წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ  ოპერაციებს.  კომპანიას  მსგავსი გამოცდილება ჰქონდა წარსულშიც. 

პრესკონფერენციის მიზანია, საზოგადოებას ახლოს გავაცნოთ, თუ რას ემსახურება აქციების გამოშვება და რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია მას, როგორც ქვეყნის, ასევე, კომპანიისთვის. პრესკონფერენციის ფარგლებში მიმოხილული იქნება ნიკორას განვითარების სამომავლო გეგმები.