23 იანვარს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ მაღაზიის (www.tsustore.ge) პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი თსუ-სა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება სამოსი და აქსესუარები თსუ ბრენდირებით. ბრენდმაღაზიით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. www.tsustore.ge - ზე წარმოდგენილი კოლექციები მუდმივად განახლდება და საზოგადოებას მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს მათი ინტერესების გათვალისწინებით. თსუ სტუდენტები და თანამშრომლები ისარგებლებენ უფასოდ მიტანის მომსახურებით.