ბოლო რამდენიმე კვირაა ქართული სოციალური ქსელები სახალისო მუსიკალურმა, ონლაინ ტესტმა მოიცვა- „რა უნდა დააზღვიო ახალ წელს“ . რომ დავფიქრდეთ, თითოეული ადამიანი საახალწლოდ სიამოვნებით დააზღვევდა ზედმეტ კილოგრამებს, ბახუსს ან თუნდაც ნაბახუსევზე მიქარვას და შედეგებზეც ნაკლები სანერვიულო ექნებოდა.
სწორედ ამ, რა თქმა უნდა, უტოპიურ თემას „ჯიპიაი ჰოლდინგში“ იუმორის კუთხით მიუდგნენ და სარეკლამო სააგენტო ედვერტვაიზთან ერთად მომხმარებელს სახალისო, საახალწლო კამპანია შესთავაზეს. შეიქმნა ვებ გვერდი daazgvie.ge, სადაც ტესტის შევსების შემდეგ, რომელსაც სახალისო მუსიკა ერთვის თან, მომხმარებელი იგებს თუ რისი დაზღვევა შეუძლია - ბახუსის, ზედმეტი კილოგრამების, დიასახლისის ოქროს ხელების, პურის რიგში დგომის თუ ნაბახუსევზე მიქარვის. აზღვევთ უფასოდ და ხვდებით „მშვიდად“ ახალ წელს! შედეგებზე კი ჯიპიაი იზრუნებს.
http://daazgvie.ge/ საქართველოში დაზღვევის პირველი დისტანციური პორტალის mygpi.ge-ის კამპანიაა. “ძალიან გვინდოდა მომხმარებლისთვის შეგვექმნა საახალწლო განწყობა, თანაც ისე, რომ ეს სახალისო და გასართობი ყოფილიყო. https://mygpi.ge/ შეიქმნა იმისთვის, რომ მომხარებლისათვის გაგვემარტივებინა დაზღვევის შეძენა და მომსახურების მიღება. პორტალის მეშვეობით მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ერთ სივრცეში დაზღვევის სხვადასხვა პოლისის შეძენა შეუძლია ისე, რომ თავიდან აირიდოს რიგში დგომა, სადაზღვევო აგენტის ლოდინი და სხვა დაზღვევის შეძენასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხები. ასევე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დისტანციურადვე მიიღოს ანაზღაურება.
Daazgvie.ge სწორედ Mygpi.ge -ის სახალისო ვარიანტია, აქ ზუსტადაა ნაჩვენები, რამდენად მარტივი და სწრაფია ონლაინ დაზღვევის პროცესი“- აცხადებენ კომპანიაში.
ახალი წლის დღეებში, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, daazgvie.ge-ზე დაზღვეული მომხმარებელი საიტზევე გააკეთებს ანაზღაურების მოთხოვნას, შეავსებს მარტივ ფორმას და დაელოდება „ჯიპიასისგან“ სადაზღვევო შემთხვევის სახალისო საახალწლო ანაზღაურებას .