გულაგის შუქურა

გულაგის შუქურა

საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც მისი ლიდერები და აპოლოგეტები 30- წლიან, 70- წლიან, თუ მარადიულ ბატონობას უწინასწარმეტყველებდნენჩამოიშალა.

ჯერ კიდევ, თუ ვიკიპედიას გაშლით, იქ წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი. ჯერ კიდევ საქართველოს საელჩოების, სამინისტროების, სახელმწიფო სააგენტოების, უნივერსიტეტების, სკოლების და საბავშვო ბაღების კედლებზეც სწორედ ამ ადამიანის უკვე ავადსახსენებელი სურათი ჰკიდია – ზოგან, ილიასა და შოთას შორისაც! ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის სპიკერი არის უსუსური დავით ბაქრაძე, ხოლო პრემიერ- მინისტრი – ერთ დროს ქვეყნის ხეხემლად წოდებული ენაბრჯგუ მერაბიშვილი… მაგრამ ეს ყველაფერი იმას ჰგავს, სამურაებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებში ყელში ხმალგამოსმული ადამიანი ჯერ კიდევ თვალებს რომ ახამხამებს, მაგრამ უკვე იცი, რომ პირის გაღება და ხმის ამოღება მას აღარ უწერია.

საქართველოს მთავრობა და ბოლო 9 წლის განმავლობაში მისი ზეციური განსხიერება – მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი უკვე აღარ არსებობს, როგორც სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმი.

ეს არის აგონიის მდგომარეობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიმაგრებული  სხეული, რომლის ყოფნა-არყოფნას უკვე მართლა ლამის ერთი ფასი აქვს. უფრო სწორად, ყოფნას მხოლოდ ნეგატიური ფასი და განზომილება აქვს – რაც უფრო დიდხანს იქნებიან ხელისუფლებაში, მით უარესად დაამთავრებენ.

უბედურება იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილს აღარ შეუძლია თავი ისე იმართლოს, რომ ამაში თუნდაც თავისი გუშინდელი მომხრეები დააჯეროს. თუ არ ჩავთვლით ქეთა გაბიანის, გიგა ნასარიძის, თეა თუთბერიძის და სხვა ჯურის საფლავში ბოლომდე ჩამყოლ ერთეულ უზნეო და უტვინო აპოლოგეტებს, ის დანაშაული, რაშიც ახლა მხილებულია მიხეილ სააკაშვილი, არავის მხრიდან გათეთრებას უკვე აღარ ექვემდებარება! და პირიქით, ვინც ამ დანაშაულის გათეთრებას შეეცდება, იგი თავად იქცევა ადამიანთაგან  (sic!) მოკვეთილად. მე გულწრფელად მეცოდება თეა თუთბერიძე, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ შეიგნო, რომ როცა რაღაც არაადამიანურის „გაპრავებას“ ცდილობ, ამით საკუთარ თავს ადამიანობისაგან განზე აყენებ!

და ეს ადამიანები… ეს „ჯგუფი სუბიექტებისა“, მოდით, ასე ვთქვათ, რომელთაც ბოლო 10 თვე დახარჯეს იმაში, რომ თავის პოლიტიკური მოწინააღმდეგებს „მუმიებს“, „ვამპირებს“ და „მღრღნელებს“ უწოდებდნენ, ბოლოს და ბოლოს თავად ჩავარდნენ სხვისთვის საგულდაგულოდ გათხრილ ორმოში და თავად იქცნენ მუმიებადაც და ვამპირებადაც.

და ის მონდომება, რომლითაც თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სასწრაფოდ წაშალეს ნაცმოძრაობის მობილურ სარეკლამო ბანერებად ქცეულ სამარშრუტო ტაქსებიდან თავისივე სარეკლამო პლაკატები და სახეები, მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს – სიტყვები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ნომერი „5“ იქცა იმ კეთრის და შავი ჭირის ემბლემად, რომელსაც, იმის მიუხედავად, ჩავატარებთ ქართველები ჩვენს ნიურნბერგის პროცესს, თუ – არა, ხალხის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს! და თავად ნაცმოძრაობის დეპუტატებმა – განსხვავებით უმეცარი თეა თუთბერიძისაგან, რომელმაც ცხოვრებაში კივილის მეტი ვერაფერი ისწავლა და ვერაფერი შეიგნო, მიხვდნენ, რამდენად სახიფათო იქნებოდა მათთვის და მათი შვილებისათვის სამუდამოდ მიკრული დამღა, რომელსაც ვერავითარი შუსაკუნეების ფრანგული შროშანი თუ საბჭოთა ქურდული ვარსკვლავი ვეღარ შეედრება. ძალიან მაინტერესებს – ერთ დროს წარმატებული ბიზნესმენი არჩილ გეგენავა (და სხვებიც, მაგ, „თეგეტა მოტორსის“, „ავერსის“ და სხვა დირექტორები) დღეს რამდენს მისცემდნენ იმაში, რომ მისი ცხოვრების ისტორიიდან ისე გამქრალიყო სიტყვები „ნაცმოძრაობა“ და „ნაცმოძრაობის დეპუტატი“, რომ არავის ამის შესახებ არ გახსენებოდა.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა ფენომენალური რამ განაცხადა – რომ ციხეები არ შეიძლება მანიაკების ხელში იყოს! პრინციპში, რაღაც მსგავსი მან ადრეც მოიმოქმედა, როცა მისგან 50 სმ-ის დაშორებით მდგარი ლომაიას ვერდამნახავმა და თავის მომკატუნებელმა აღშფოთებულმა იკითხა – ვინ იყო ის სულელი, ეს ლოტოტრონები რომ მოიგონაო?!  მაგრამ დღეს ფსონი მილიონჯერ უფრო მაღალია და ვეღარ გაბედა, ეკითხა – ნეტა ვინ იყო ის შობელძაღლი, ციხეები ქურდებს რომ გამოგლიჯა და მანიაკებს გადააბარაო!

ნაციონალური მოძრაობა თავის უკანასკნელ დღეებს ითვლის.

მათ მოახერხეს, რომ ფართოდ რეკლამირებული ლოზუნგი – „მეტი სარგებელი ხალხს!“ ხალხს პირდაპირ და დაუფარავად აჩვენეს!

დიახ, საქართველოს ყოველმა მოქალაქემ დაინახა, რა არის ის უსაზიზღრესი „სარგებელი“, რაც ნაცმოძრაობას შეუძლია მათ მოუტანოს!  ხალხმა დაინახა, რისი „შუქურა“ ყოფილა ნაცმოძრაობა! და ხერხემლის მაგიერ, თურმე რა ორგანოს ფუნქციას ასრულებდნენ ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, დიმიტრი შაშკინი და თავად კდემამოსილი და უნებლიედ სადისტი – ხათუნა კალმახელიძე!

დღეს ყველასთვის ნათელი გახდა, რატომ არის ამდენხანს სამეგრელოს უცვლელი პროკურორი როლანდ ახალაია – იმიტომ, რომ სააკაშვილს არ ხელეწიფება მკვდრეთით აღადგინოს ლავრენტი პავლოვიჩ ბერია! თორემ ეგ რომ შეეძლოს, დიდი ხანია ნატრობს სრულყოფილს…

მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო დემოკრატობით, გააგრძელა ნეობოლშევიკობით და  დაამთავრა ლენინიზმით და სტალინიზმით, ამ სიტყვის ყველაზე საზარელი გაგებით.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო დემოკრატიის შუქურის მშენებლობით, დაამარცხა კორუფცია, მოსპო ქურდები, ააშენა თანამედროვე სტანდარტის ციხეები და დაასრულა ახალი სამართლის ნორმის ჩამოყალიბებით  - უკან ცოცხის შემთხრელი „სამართლისა“!

მიხეილ სააკაშვილმა სულ რაღაც 6 წელიწადში განვლო გზა ნულოვანი ცნობადობის პიროვნებიდან მსოფლიო პოლიტიკის ვარსკვლავბიჭუნამდე, ხოლო შემდეგ, საოცარი ვარდნა განახორციელა და დღეს მიჭირს იმაზე ფიქრიც კი, რა შეიძლება ელოდებოდეს – ქართველი ხალხის თბილი გრძნობა რომ არ არის შესაძლო ვარიანტი, ეს ხომ კარგა ხანია ცნობილია…

დემოკრატიის შუქურობიდან – გულაგის შუქურობამდე!

მიხეილ სააკაშვილის გულაგი იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე განათებული, ყველაზე შადრევნებიანი, ყველაზე ლამაზმინისტრებიანი და ყველაზე საოპერეტო გულაგი, რომელსაც ვერაფრით შესწვდებოდა იოსებ ბესარიონის ძის «მარტივი მენტალიტეტი» და «ძუნწი ფანტაზია».

და ეს გასაგებიცაა, რადგან როცა თავის უსახურ და პირქუშ არქიპელაგ გულაგს აშენებდა, იოსებ სტალინს არ ჰქონდა იმის ამბიცია, რომ ვინმესთან ამ გულაგით თავი მოეწონებინა. ხოლო მიხეილ სააკაშვილს გაუჩნდა ამბიცია, რომ ეს სუპერგულაგი (ფასადურად) ყოფილიყო ისეთი, რომლითაც იტრაბახებდა ჰილარი კლინტონთან, ჯონ მაკკეინთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან და სხვა დემოკრატ ადამიანებთან, მაგრამ რომელიც ამავე დროს იმაზე გაცილებით საზარელი წამებისთვისაც გამოდგებოდა (კლინტონების, მაკკეინების და რასმუსენების თვალისაგან მოფარებულში), რომ ივან დენისოვიჩის ერთი დღე მასთან შედარებით იქნებოდა საოცარი სიმშვიდის და ლამის ტრანსცენდენტური იდილიის ნიმუში D:D:D

ძალიან მაინტერესებს, ამ ვიდოების ნახვის მერეც არ გაუნელდება ჰილარი კლინტონს იუსტიციის გრანდიოზული სახლების ხილვით მოგვრილი გრანდიოზული კმაყოფილება? საინტერესოა, იუსტიციის სახლებში სპეციალურ კინოთეატრებს ხომ არ გახსნიან, სადაც ქართული აბუ გრეიდის საშინელებს HD ფორმატში აჩვენებენ?

ურემი რომ გადაბრუნდა, გზის ფარგმენტებიც გამოჩნდა და გამოჩნდა, რომ ბევრი თანამებრძოლი თურმე ლაპარაკობდა, ზოგი მინიშნებებს აკეთებდა და ზოგს გუმანი მაინც ეჩუჩუნებოდა რაღაცას:

სახალხო დამცველის აპარატმა იმ პიროვნებათა სია გამოაქვეყნა, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობას იღებდა.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებენ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები, ხელმძღვანელობა, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის N8 დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა, დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების თანამშრომელი გიორგი ავსაჯანიშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი კინწურაშვილი და სხვა პირები, რომელთა სახელები ფიგურირებს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც,”-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ აღნიშნული ფაქტები გლდანის N8 დაწესებულებაში რეგულარულ ხასიათს ატარებს. პრაქტიკულად გახსნის დღიდან აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ სისტემატურად ხორციელდება სხვადასხვა სახის არასათანადო, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რის თაობაზეც სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში დეტალურადაა საუბარი. არაერთ ასეთ ფაქტზე სახალხო დამცველმა დაუყოვნებელი და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა დღემდე ამ ფაქტების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა არ მომხდარა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ სამწუხაროდ, გლდანის N8 დაწესებულება, არასათანადო მოპყრობის მხრივ, არ წარმოადგენს გამონაკლისს სასჯელაღსრულების სისტემაში. მსგავს პრობლემებთან გვაქვს საქმე ქუთაისის N2, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18, ქსნის N15 დაწესებულებებში. აღნიშნულის თაობაზე სახალხო დამცველმა არაერთხელ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რასაც სათანადო რეაგირება არ მოყოლია.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამჯერად სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გამოვლინდეს და სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა პატიმრების ცემასა და მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში, ასევე, ის პირებიც, ვისი მდუმარე თანხმობითაც ხორციელდებოდა ზემოაღნიშნული.

-         ა, ბატონო! იმედოვნებს ეს კაცი! იმედოვნებს და …!

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორე წინა (და ჩემთვის – შეუდარებელი მებრძოლის) სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ძალიან ზუსტი დასკვნაც და წინასწარმეტყველებაც, რომ სწორედ სანდრო გირგვლიანის საქმე იქცა მიხეილ სააკაშვილის მართმსაჯულების სისტემის ლაკმუსის ტესტად და სწორედ ამ საქმეში, როგორც ოკეანის წვეთ წყალში სრულად აისახა ყველაფერი  ის, რაც ქართულ საზოგადოებას სერიოზულ პრობლემას უქმნიდა და კიდევ უფრო მკვეთრი გახდებოდა, თუ ხელისუფლება ამის გამსოწორებაზე არ იფიქრებდა. მოხდა კი პირიქით.

გაგახსენებთ ამონარიდებს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნიდან სანდრო გირგვლიანის საქმის შესახებ. ის, როგორ ცალ ყურში არც კი შეუშვა სააკაშვილის ხელისუფლება, ისე გაატარა ეს დასკვნა, იყო მათი დღევანდელი კრახის დასაწყისი.

-

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო წინა (და ჩემთვის – შეუდარებელი მებრძოლის) სახალხო დამცველის – სოზარ სუბარის ძალიან ზუსტი დასკვნაც და წინასწარმეტყველებაც, რომ სწორედ სანდრო გირგვლიანის საქმე იქცა მიხეილ სააკაშვილის მართმსაჯულების სისტემის ლაკმუსის ტესტად და სწორედ ამ საქმეში, როგორც ოკეანის წვეთ წყალში სრულად აისახა ყველაფერი  ის, რაც ქართულ საზოგადოებას სერიოზულ პრობლემას უქმნიდა და კიდევ უფრო მკვეთრი გახდებოდა, თუ ხელისუფლება ამის გამსოწორებაზე არ იფიქრებდა. მოხდა კი პირიქით.

გაგახსენებთ ამონარიდებს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნიდან სანდრო გირგვლიანის საქმის შესახებ. ის, როგორ ცალ ყურში არც კი შეუშვა სააკაშვილის ხელისუფლება, ისე გაატარა ეს დასკვნა, იყო მათი დღევანდელი კრახის დასაწყისი.

სასამართლო შეძრულია იმ ფაქტით, რომ თვით შინაგან საქმეთა მინისტრმა არგააუქმა მისი სამინისტროდან ის საქმე, რაც ეყრდნობოდა იმ ფაქტებსა დაგარემოებებს, რომ მისი დაქვემდებარებული პირები და შესაძლოამისი მეუღლეცჩარეულნი იყვნენ ამ საქმეში, რაც თავის მხრივ იქნებოდა მხოლოდ პროფესიული დამახვილგონიერი გადაწყვეტილება არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, მაგრამპირიქით, მან გასცა განკარგულებად ..- განეგრძო გამოძიება“.

- “. . . სასამართლომ დაადგინა, რომ სანდრო გირგვლიანს განსაკუთრებულადსასტიკად, და არაადამიანურად მოექცნენ. უფრო მეტიც, ყელის არეში იგითორმეტჯერ იქნა დაჭრილი, და ეს გარემოება უკვე ადასტურებს იმას, რომდამნაშავეებს სურდათ მხოლოდ მისი სიცოცხლის ხელყოფა. მეორე გარემოებარაცასევე ხაზს უსვამს განზრახ მკვლელობას, არის იარაღის გამოყენება სულ მცირეერთი დამნაშავის მხრიდან. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სასამართლოაღშფოთებულია გარემოებით, რომ  მკვლელებს მიუსაჯეს მხოლოდ 7-8 წელითავისუფლების აღკვეთა, რაც კიდევ ერთხელ ამძიმებს ქართული მხარისარაადეკვატურობის ალბათობას, რადგანაც დანაშაული ჩადენილია სახელმწიფოჩინოვნიკების მიერ, შესაბამისად სადამსჯელო მეთოდი უნდა იქნას მეტადდამძიმებული“.

- “. . . ნებისმიერ შემთხვევაში, კიდევ რჩება გასარკვევი, თუ რა იყო ის ძირითადიმიზეზი, რის გამოც მოხდა ასეთი სიმძიმის დანაშაული. სასამართლოაღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოსპრეზიდენტმა შეიწყალა სახელმწიფო ჩინოვნიკები და გაუნახევრა მათ სასჯელი.ხოლო კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელი გახდა ის გარემოება, რომ 2009 წლის 5სექტემბერს ისინი განთავისუფლდნენ. სასამართლოს აზრით, საქართველოსმთავრობას სურდა, რომ ქართული საზოგადოება კმაყოფილი დარჩენილიყო იმით,რომ ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სამი წელიწადი და ექვსი თვეიქნებოდა საკმარისი სასჯელი შინაგან საქმეთა სამინისტროსმაღალჩინოსნებისათვის, რომლებმაც გაურკვეველი მიზეზებით მოკლესუდანაშაულო ადამიანი“.

სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების ხმაშეწყობილი მოქმედებით, რათა ამ უმძიმეს დანაშაულზე არ აღსრულებულიყო სამართლიანი მართლმსაჯულება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლოვანებები გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის დაუდევრობა მთელი შემდგომი გამოძიების პროცესში, ციხის ადმინისტრაციის მიერ დაკავებულ პირთა უკანანოდ ერთ საკანში მოთავსება, სასამართლოს მიერ არასამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება და დამნაშავეების ნაადრევი გათავისუფლება, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამნაშავეების დაუსაბუთებელი შეწყალება”.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო გაოგნებულია იმით, საქართველოსსახელმწიფოს უმაღლესი რგოლები  როგორ ყველა ერთად, შეხმატკბილებულადმოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არგანხორციელებულიყო მართლმსაჯულება“.

-როცა მანიაკებს ზრდი, პრემიებს ურიგებ, აჯილდოვებ, იწყალებ და აწინაურებ,მერე რატომ კითხულობ, სააკაშვილის ბიჭო, საიდან ეს მანიაკებიო?” საიდან და შენი ტუმბოჩკიდან! შენი პირადი ინკუბატორიდან! ახალაიას და ვანოს სასატავიდან შენი მოწონებული და დაჯილდოებული!

—–

სამარცხვინოა, რომ ამ სატრაპებმა „აღადგინეს“ ბაგრატის ტაძარი.

არ შეიძლება, გულაგის შუქურა ამავე დროს ბაგრატის ტაძარს ზარს კიდებდეს.

და გაუგებარია, ამის მხარდასაჭერად რომ ქადაგებს და გასტროლებზე მთელ ევროპაში დაკუნტრუშებს, ის ხალხი მრევლის სულიერი მამის სტატუსის მატარებელი იყოს…