27 ივნისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივარსიტეტსა და აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევით ინსტიტუტს შორის თანამშომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში კენ უოლში, ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) დირექტორი საქართველოში მარკ ჰარტელი მოაწერენ. ღონისძიებას, აგრეთვე დაესწრებიან „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.
შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას სამეცნიერო კვლევებისა და სტუდენტების სტაჟირების საკითხებში. WRAIR რჩება მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო, განათლების შესაძლებლობების შემუშავებისა და რეალიზაციის წინა ხაზზე, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერებაში კარიერის განვითარებისათვის. სტუდენტები ჩაერთვებიან კლინიკური კვლევის ტექნოლოგიებსა და მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ, მეორე კორპუსი, მეორე სართული, ორგანული ქიმიის ლაბორატორია