ადიგენში ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

ადიგენში ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

დღეს ფინალური შეხვედრა გაიმართა ფეხბურთში ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის.

შეგახსენებთ რომ შეჯიბრებაში მონაწილეობას 16 გუნდი იღებდა. ფინალში ერთმანეთს დ. ადიგენის და ზანავის გუნდები დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება ზანავის გუნდმა მოიპოვა.ფინალში გასულ ორივე გუნდს და სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ ფეხბურთელებს მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო, სამახსოვრო თასები, მედლები და სხვა ფასიანი საჩუქრები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ გადასცა.