მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. კამპანიას ლიბერთი ბანკი შეუერთდა, რომელიც,მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ჯილდოს ფინალისტებს, მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის პროგრამებშიგამოვლენილ წლის მასწავლებლებსა და ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს დაასაჩუქრებს. ლიბერთი ბანკი,სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უკვე მესამე წელია, რაც აქტიურად არის ჩართული მასწავლებლის მსოფლიოდღისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, მიმდინარე წელს, კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო" დამასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსხელშეწყობით დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და მასწავლებელთაპოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize" - ნაწილია. პროექტი მიზნად ისახავსწარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
კამპანია 31 მაისიდან დაიწყო და 5 ოქტომბრამდე გასტანს. მასწავლებლებისთვის უკვე გამოცხადებულია რამდენიმეეტაპიანი კონკურსი, რომლის ფარგლებში, 2017 წლის 20 სექტემბერს ცნობილი გახდება 5 ფინალისტის ვინაობა, რომელთაგანერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" პირველი მფლობელიგახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი" და ახლა უკვე ლიბერთი ბანკიც.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ სპეციალურად შექმნილვებგვერდზე www.tprize.ge და შეავსონ განაცხადი. განაცხადის შევსება შესაძლებელია 14 ივლისის ჩათვლით.