აკადემიური წერის პროექტის პრეზენტაცია3 ივნისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური წერის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG) პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე ( ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია)