დაბა ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასკოლო ასაკის აღსაზრდელების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები,შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ესწრებოდა, მან ბავშვებს ბაღის დამთავრება მიულოცა და ცხოვრების მომდევნო ეტაპზე წარმატებები უსრვა.