ფეხბურთის ტურნირი ადიგენის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის დასასრულს უახლოვდება,დღეს ნახევარ ფინალური შეხვედრა გაიმართა ზანავი – ხევაშენისა და მლაშე – ადიგენის გუნდებს შორის.დაძაბული იყო შეხვედრა ზანავისა და ხევაშენის გუნდებს შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა პენალტების სერიაში გაიმარჯვება ზანავის გუნდმა მოიპოვა, ხოლო ადიგენი – მლაშეს გუნდებს შორის გამართული შეხვედრა 3:0 ადიგენის სასარგებლოდ დასრულდა.
ამრიგად ფინალში ერთმანეთს ადიგენისა და ზანავის გუნდები შეხვდებიან. ფინალური შეხვედრა 23 ივნისს გაიმართება.დღევანდელ შეხვედრას ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ესწრებოდნენ.