V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“

22 ივნისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“ გაიმართება, რომელშიც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, პროფესორები, სტუდენტები, მკვლევრები აშშ-დან, გერმანიიდან, ჩინეთიდან, მექსიკიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან დაესწრებიან.

ღონისძიების თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა:  საზოგადოებრივი გეოგრაფია, პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკის, რეგიონული და ნაციონალური კვლევები, გლობალიზაცია.  

კონფერენციის მთავარი მიმართულებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საზოგადოების მდგრადი განვითარების  შესაძლებლობების განსაზღვრა მრავალმხრივი გლობალური კონფიგურაციის სწრაფი ცვლილების პირობებში. უპირველეს ყოვლისა, წამყვანი გლობალური მოთამაშეების  პოზიციებისა და დამოკიდებულებების შეცვლასთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

კონფერენცია ხელს უწყობს ღია და მრავალმხრივი დისკუსიის შესაძლებლობების შექმნას მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და ქვეყნის წარმომადგენლებს შორის.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია