„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტოდაზღვევის ანაზღაურების სამსახური კვლავ საგანაგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს . გასულ კვირას სეტყვით გამოწვეული ზარალის შედეგად კომპანიის ქოლ ცენტრში 370-მდე ავტოზარალის განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ 2 დღეში 110 -ზე მეტ ავტომფლობელს აუნაზღაურდა ზარალი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა შემთხვევის განხილვისა და ანაზღაურების პროცესი . 1000 ლარის ფარგლებში დაფიქსირებული ზარალი დაზღვეულებს ადგილზე, სერვისცენტრში უნაზღაურდებათ, დისტანციურად, „GPI Mobile”-ით გაკეთებული განაცხადი კი- 24 საათის განმავლობაში.
სეტყვის შედეგად ზარალი მიადგათ ფერმერებსაც. ამ დროისთვის ქოლ ცენტრში 180 აგროზარალის განაცხადია დაფიქსირებული და მიმდინარეობს შეფასების პროცესი.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტოდაზღვევით საქართველოში 10 500-მდე ავტომფლობელი სარგებლობს. 2016 წელს კომპანიის მიერ ანაზღაურებულმა თანხამ 36 მლნ ლარი შეადგინა.