დევნილმა ახალგაზრდებმა უმცროს ბორჯღალოსნებს უქომაგეს

დევნილმა ახალგაზრდებმა უმცროს ბორჯღალოსნებს უქომაგეს

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, დევნილ ახალგაზრდებთან ერთად,  მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  საქართველო-არგენტინის რაგბის მატჩს დაესწრო.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 26:25 დაამარცხა.

საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით,  დევნილი ახალგაზრდები  ჩემპიონატის ნახევარფინალურ თამაშებს უფასოდ დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოების“ ფარგლებში, ახალგაზრდებს სპეციალური საჩუქრები გადასცა.