კერძო სადაზღვევო სისტემის ჯანდაცვის დაფინანსებაში ინტეგრირების ახალ მოდელზე „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა, ბესიკ ფესტვენიძემ სასტუმრო „რედისონში“ „ფაშა ბანკის“ მიერ გაიმართულ ბიზნეს -კონფერენციაზე ისაუბრა. კონფერენციაში, რომლის თემა იყო საქართველოში ჯანდაცვის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომდაგენლები.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ ინიცირებული მოდელი ითვალისწინებს კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულთა (ფორმალური სექტორი) სავალდებულო, კერძო დაზღვევით უზრუნველყოფას. ამ მიდგომით კერძო სისტემას ექნება შესაძლებლობა სწრაფად და უმტკივნეულოდ მოიცვას 2მლნ ადამიანზე მეტი და უზრუნველყოს ეს სეგმენტი როგორც არსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით, ასევე სხვა დამატებითი მომსახურებით. მსგავსი მიდგომის დანერგვით , შესაძლებელი იქნება ე.წ. „სარკისებური“ პაკეტის ღირებულების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება - კომპანიის წინასწარი გათვლებით, საოჯახო პრემია (მიუხედავად ოჯახის წევრთა რაოდენობისა) თვეში მხოლოდ 45 ლარიდან 50 ლარამდე იქნება.
ბესიკ ფესტვენიძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორი: „ისევე როგორც, მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც შეიძლება ამუშავდეს სისტემა, სადაც დამქირევაბელი და დაქირავებული ინაწილებენ დაზღვევის გადასახდს - შემოსავლის მიხედვით დგინდება დამქირავებლის თანამონაწილეობის წილი, რომ ორივე მხარემ უპრობლემოდ შეძლოს დაზღვევის პრემიის გადახდა. ჩვენი მოსაზრებით, ეს იქნება დღეს ყველაზე ეფექტური მიდგომა, რომელიც დიდ საბიუჯეტო წნეხს ჩამოაშორებს ქვეყნის ბიუჯეტს და უფრო ეფექტურს გახდის ჯანდაცვის დაფინანსებას. ამავდროულად მნიშვნელოვნად გაიზრდება ბენეფიციარების კმაყოფილება, ხოლო დამსაქმებლებს დამატებითი სარგებელი ექნებათ - რადგან ჯანრმთელობის დაზღვევის უზრუნველყოფით საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ორჯერ იზრდება თანამშრომელთა როგორც ლოიალობის , ისე პროდუქტიულობის მაჩვენებლებიც. დასავლეთის ქვეყნებში ე.წ. „დამატებითი ბენეფიტები“ უფრო მეტი მნიშვნელობისაა , ვიდრე უშუალოდ ხელფასი ან შემოსავალი, რადგან ეს ნიშნავს მეტ სტაბილურობას სამუშაო ადგილზე და პროგნოზირებად მომავალს.“
„ჯიპიაი“-მ ისაუბრა ასევე დაზღვევაში გადახდილ თანხაზე საგადასახადო შეღავათის შემოღებაზე, რაც ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, როგორც დამსაქმებლისა და დასაქმებულების ამ სისტემაში ჩართვის ერთ-ერთი მნიშვნელვანი მოტივატორი.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით , მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულია 570,000 ადამიანი, რომელთა მხოლოდ 28% სარგებლობს კერძო დაზღვევით. მაღალშემოსვლიან სეგმენტში (შემოსავალი 40,000 ლარი და მეტი) კი მხოლოდ 30%ია დაზღვეული.