დაიწყო პირველობა ფეხბურთში ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის.
შეჯიბრებაში მონაწილეობას 16 გუნდი იღებს. საფინალო შეხვედრა 26 ივნისს გაიმართება. ფინალში გასული გუნდები მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ფულადი პრემიით, თასით, მედლებით და სხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან.
პრიზები გადაეცემათ სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ ფეხბურთელებსაც. ტურნირის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ჩვენი მიზანია ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციით ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას"-განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ. ღონისძიების ორგანიზატორია ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური.