აბასთუმანში საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აბასთუმანში საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

დაბა აბასთუმანში რუსთაველსი ქ.№ 10  მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსის რებალიტაცია, პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა შენობის სახურავი, ახლით შეიცვალა არსებული კარ-ფანჯარა, მიმდინარეობს გარე ფასადის გალესვითი სამუშაოები.აღსანაიშნავია, რომ საცხოვრებელ შენობას რეაბილიტაცია არასოდროს ჩატარებია.

მიმდინარე სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და გამგებლის წარმომადგენელმა აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი გედევანიძემ პირადად მოინახულეს.