ადიგენში უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგენენ

ადიგენში უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგენენ

ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული ზარალის დამთვლელი მუდმივი კომისია 10 ივნისს უხვი ნალექის მოსვლის შედაგად მიყენებული ზიანის დასადგენად მუშაობს.

ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ჩართულია პროცესებში, მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები მოსახლეობის დასახმარებლად.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ყოველდღიურად ადგილზე ეცნობა მიმდინარე პროცესებს და ხვდება დაზარალებულ მოსახლეობას.